სახელმწიფო დროშის დღე
ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს, სახელმწიფო დროში დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონია სხვადასხვა უწყებაში გაიმართა, მათ შორის თავდაცვასა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში. ორბელიანების სასახლის ეზოში კი საქართველოს სახელმწიფო დროშის ეტალონი აღმართეს. დროშები გადმოფინეს თბილისის საკრებულოში. ასევე ეროვნული დროშები გამოიფინა მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე, ცენტრალურ ქუჩებსა და საცხოვრებელ სახლებზე. დროშებითაა მორთული დადიანების ზუგდიდის და სალხინოს სასახლეები, ნიკო ნიკოლაძის კოშკი ფოთში, სვანური კოშკი მესტიაში, სენაკის ისტორიული თეატრი და ნოქალაქევი.
