სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონი
პარლამენტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეაფასა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ხელმოწერით, ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მხრიდან გარკვეულ ისტერიას პასუხი გაეცა. პაპუაშვილი ამბობს რომ პრეზიდენტის პოზიცია გამომდინარეობს იქიდან, რომ ინსტიტუციურად ეს იყო სწორი გადაწყვეტილება.
