შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ ჯო ბაიდენის რეგულაცია გააუქმა
შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ ჯო ბაიდენის რეგულაცია გააუქმა, საქმე ეხება პრეზიდენტის განკარგულებას, რომელიც დიდი კომპანიების თანამშრომლებს აცრას, ან კვირაში ერთხელ კორონავირუსზე ტესტირებას და პირბადეების ტარებას ავალდებულებდა. მოსამართლეებმა მიიჩნიეს რომ ასეთი განკარგულების გაცემა ბაიდენის ადმინისტრაციის უფლებამოსილებას აღემატება.
