დევნილების პროტესტი
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილების პროტესტი გრძელდება. მათთვის ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზება ქირით გაყვანასთან დაკავშირებით, მიუღებელია და საცხოვრებელი ფართებით დაუყოვნებლივ დაკმაყოფილებას ითხოვენ. სახელმწიფოს პოზიცია უცვლელია და სანატორიუმის შენობაში მცხოვრებ დევნილებს, ბინებით უზრინველყოფას მიმდინარე წლის განმავლობაში ჰპირდება. დევნილების თემა ისევე როგორც სხვა საკითხები, არაერთხელ ყოფილა ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამოყენებული. თუმცა 2012 წლის შემდეგ დევნილთა დახმარების პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფომ 37 ათასი დევნილი ბინით დააკმაყოფილა. პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდება და საცხოვრებელს კიდევ 13 ათასი ოჯახი მიიღებს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ლორთქიფანიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
