ჟიგიმანტას პავილიონისს თანამდებობა დაატოვებინეს
ჟიგიმანტას პავილიონისი ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს აღარ იკავებს. თანამდებობა მას თანაპარტიელებმა დაატოვებინეს. ამ პოსტზე გატარებული ერთი წლის განმავლობაში ის, არაერთ სკანდალში, არადიპლომატიური რიტორიკის გამო გაეხვა. მათ შორისაა საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, რომლებიც ყოველთვის ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს ემთხვეოდა.
