საქართველოს პრეზიდენტის განცხადება
კანონები „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ხელმოწერილია. საქართველოს პრეზიდენტმა განმარტებითი განცხადება რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის.“- წერს სალომე ზურაბიშვილი. მისივე შეფასებით, სამართლებრივი სახის მოტივირებული შენიშვნების საფუძველი არც საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან მიმართებაში არსებობს.
სიუჟეტის ავტორი: ლევან კვატაშიძე-2-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
