სააკაშვილის სასამართლო
ისევ თვითგანდიდება, მოსამართლის შეურაცხყოფა, არასასურველი ტელევიზიების, განსაკუთრებით „იმედის“ კრიტიკა და სასამართლო დარბაზის პოლიტიკური სპექტაკლისთვის გამოყენება. როგორც მოსალოდნელი იყო, პატიმარმა სააკაშვილმა სხდომა, დღესაც პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენა და სიტყვა არ უთქვამს იმაზე, რატომ გადმოკვეთა საზღვარი უკანონოდ, სატვირთო მანქანის კონტეინერში დამალულმა. საზოგადოებასაც ახალი არაფერი მოუსმენია და არც უნახავს, გარდა განსასჯელის სკამზე მყოფი რეალობას აცდენილი ყოფილი პრეზიდენტისა.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
