ჯანო ბაგრატიონი გარდაიცვალა - პრემიერის სამძიმარი
83 წლის ასაკში სპორტსმენი, პედაგოგი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონი გარდაიცვალა. სოციალ ქსელში განცხადება პრემიერ მინისტრმა გამოაქვეყნა. ირაკლი ღარიბაშვილი სამძიმარს და თანადგომას უცხადებს ჯანო ბაგრატიონის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. „ბატონმა ჯანომ არაერთი გამარჯვება მოუტანა ქართულ სპორტს, შემდეგ კი ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდა ახალგაზრდა სპორტსმენთა აღზრდას. ამავე დროს იგი გახლდათ სამაგალითო მოქალაქე მეგობრებისთვის, კოლეგებისთვის, ახალგაზრდებისთვის.“- დაწერა პრემიერ მინისტრმა.
