კრემლის პროვოკაციული ნაბიჯი
მიუხედავად გაფრთხილებისა და მოწოდებებისა, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან ახლოს მასშტაბური სამხედრო წვრთნა დაიწყო. კიევში ამ ნაბიჯს კრემლის მხრიდან ძალის დემონსტრირებად აფასებენ და ამბობენ, რომ კრემლი ცივილიზებული მსოფლიოს დაშანტაჟებას ცდილობს. მოსკოვისგან პასუხს ვაშინგტონიც ითხოვს.
