უფასო სასადილოები თბილისში
თბილისის მასშტაბით გახსნილი ყველა უფასო სასადილო აქამდე არსებული წესით განაგრძობს ფუნქციონირებას. ცვლილებები არ იგეგმება, განმარტავენ მერიაში და უარყოფენ გავრცელებულ ინოფრმაციას იმის შესახებ, რომ ბენეფიციარებს მზა საკვებით აღარ მოემსახურებიან და პროდუქტებს დაურიგებენ. თბილისის ვიცე-მერის ინფორმაციით, მათ ამის შესახებ მხოლოდ კვლევა ჩაატარეს, ფუნქციონირების წესში ცვლილება არ შესულა. მერიის ცნობით, უფასო სასადილოების დაფინანსება ხუთი მილიონი ლარით გაიზარდა და კვების რაციონიც გაუმჯობესდა.
