"ომიკრონი" - მძიმე ეპიდვითარება საქართველოში
5596 ინფცირებული - ასეთია ბოლო 24 საათის მიხედვით ქვეყანაში აღრიცხული შემთხვევების რაოდენობა. ვირუსის გავრცელების მთავარი ეპიცენტრი ისევ თბილისია. საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ვირუსით გარდაიცვალა 47 პაციენტი, განიკურნა 2946 ინფიცირებული. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 9,63% პროცენტია. ქვეყანაში ომიკრონით ინფცირების პიკს თებერვლის დასაწყისში ელოდებიან. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ახალი შტამი მასობრივად გავრცელდება და არ არის გამორიცხული, დადასტურებული შემთხვევების დღიურმა რიცხვმა ექვსი ათასსაც გადააჭარბოს. ქვეყანაში ომიკრონის ცირკულაცია ყოველდღიურად ძლიერდება, რამაც, სპეციალისტთა შეფასებით, შესაძლოა ეპიდვითარება უმართავი გახადოს.
