რუსული აგრესია - სენატორების მხარდაჭერა საქართველოს
ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის წინ, ამერიკელი სენატორების გზავნილი ოფიციალური თბილისისთვის მორიგ მხარდაჭერას ნიშნავს. ქვეყნის დიპლომატიური უწყება მიიჩნევს, რომ საქართველოს პარტნიორები არ შეეგუებიან რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და მათი მხარდაჭერით საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული სტრუქტურების წევრი. საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორები, ამერიკის პრეზიდენტს ღია წერილით მიმართავენ და ორ-პარტიულ მხარდაჭერას უცხადებენ. ამერიკელი კანონმდებლების განცხადებით, უკრაინის საზღვრებთან კრიზისი რუსეთმა ხელოვნურად შექმნა, რაც მიუთითებს, რომ პუტინი უარს ამბობს რუსეთის მეზობლების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე.
