ოპოზიციის პარლამენტში შესვლა - არშესვლა
თუ შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესვლაზე ფიქრობს , პარლამენტში მყოფი ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტიდან გამოსვლის გზებს ეძებეს. ოპოზიციური პარტია შესაძლოა საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდეს. ამის სურვილი პარტიის თავმჯდომარეს აქვს, თუმცა ცნობილია, რომ საკითხზე გუნდში, სადაც რამდენიმე დღის წინ პარტიული საკადრო ცვლილებები განხორციელდა, აზრთა სხვადასხვაობაა. ნიკია მელიას და ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილის სურვილი ბოიკოტის შეწყვეტას და სრულფასოვან საკანონმდებლო საქმიანობას გულისხმობს, თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ მათი სურვილი საკმარისი არ არის. ამ თემაზე დღეს შეფასებები მმართველ გუნდშიც გაკეთდა.
