შალვა ნათელაშვილის გეგმები
შალვა ნათელაშვილი კი ისევ ფიქრობს და პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე გადაწყვეტილების მიღებას, ფეისბუკ მომხმარებლებს ანდობს. საკუთარი აზრის დასაფიქსირებლად, მისი სოფიალური კედელი ნებისმიერი მომხმარებლისთვის ღიაა. მხარდამჭერთა აქტივობას ლეიბორისტულ პარტიაში საგაზაფხულო სესიის გახსნამდე დაითვლიან. მანამდე კი პირველი ლეიბორისტი გეგმას ამუშავებს, რას გააკეთებს თუ სადეპუტატო მანდატს გამოიყენებს. ვიდრე ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მოვლენების განვითარებაზე საუბრობს, მმართველი გუნდი არც იმას გამორიცხავს, საკანონმდებლო ორგანოში, ნათელაშვილს 14 თვიანი გამოუცხადებლობის გამო, სანქცია შეეხოს.
