სასამართლომ ბრალდებულები თაღლითობაში დამნაშავედ ცნო
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა სასჯელისგან გაათავისუფლა. ამის საფუძველი მუხლის კვალიფიკაცია გახდა, რომლის მიხედვითაც მათ ჯგუფური თაღლითობა დაუმტკიცდათ და პატიმრობა შვიდი წლით შეეფერდათ. თუმცა, რადგან აღნიშნულ მუხლზე ხანდაზმულობა ვრცლდება, არც ერთ მათგანს სასჯელის მოხდა აღარ მოუწევს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხაზარაძე-ჯაფარიძე - წერეთელს გირაოს თანხა უკან დაუბრუნდებათ, ასევე ყადაღა მოეხსნება მათ ანგარიშებს. უკვე ცნობილია , რომ სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას პროკურატურა ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.