სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო და 7-7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო ისინი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს შეფარდებული მუხლი გადაუკვალიფიცირდათ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (თაღლითობა). ამასთანავე, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები