რეზო ამაშუკელი
რეზო ამაშუკელი რადიკალური ოპოზიციისთვის და მისი მხარდამჭერებისთვის გარდაცვალების შემდეგაც დისკომფორტია. სოციალურ ქსელში უცენზურო პოსტების ავტორებს, რეზო ამაშუკელის გარდაცვალება უხარიათ, რაც ელემენტარულ ადამიანურ ჩარჩოებს სცდება. თუმცა ფაქტია, ამით თბილისის საპატიო მოქალაქის, პოეტისა და რეჟიმის წინააღმდეგ ღიად მებრძოლი რეზო ამაშუკელის ხსოვნას, არაფერი დააკლდება. ტელეკომპანია "იმედი" უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ახლა მის განვლილ გზას კიდევ ერთხელ გავიხსენებთ.
