"ფულის გათეთრების" საქმე
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გახმაურებული საქმე - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი მოსამართლის განაჩენს ხვალ მოისმენენ. დღეს კი, სასამართლო დარბაზში ხმაური იყო. ბრალდებულებმა ბრალმდებლები ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს. განსაკუთრებით მამუკა ხაზარაძე აქტიურობდა, რაც დარბაზიდან გაძევებად დაუჯდა. სამი წლის წინ დაწყებული რეზონანსული საქმე, სასამართლოს პირველ ინსტანციაში ხვალ დასრულდება.

სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები