შალვა პაპუაშვილი ჰუბერტ ქნირშს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის ელჩს შეხვდა. ჰუბერტ ქნირშმა შალვა პაპუაშვილს თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა. პაპუაშვილმა კი ელჩს მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის გეგმები გააცნო. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. ასევე საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და საპარლამენტო დღის წესრიგს.
