"ომიკრონი" - ახალი შემთხვევების 45% ახალ შტამზე მოდის
ქვეყანაში ომიკრონით ინფიცირების 951 შემთხვევაა დადასტურებული. ახალი შტამით, ინფიცირების რაოდენება გაზრდილია და საერთო შემთხვევის 45 %-ს ეადგენს. უწყებათაშორისი საბჭო სამთო კურორტებზე მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან წესები, რადგან სწორედ სამთო კურორტებზეა განსაკუთრებულად მომატებული ინციფირების შემთხვევები. მთავარი რეკომენდაცია ისევ არის მესამე დოზით აცრა და პირბადის ტარება. დღეს ცნობილი გახდა ისიც რომ კონტაქტში მყოფი პირებისა და ინფიცირებულებისთვის საკარანტინო და იზოლაციის ვადები შემცირდება. კონკრეტული გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. შესაძლოა ცვლილებები შეეხოს ე.წ მწვანე პასპორტებს.
