ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე, მოსამართლე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვა თქვეს. მანამდე კი, მამუკა ხაზარაძე დარბაზიდან გააძევეს. იყო სიტყვიერი დაპირისპირება. ყოფილმა ბანკირებმა ბრალდების მხარე ცრუ ინფორმაციების გავრცელებაში დაადანაშაულეს. პროკურორების განცხადებით, ფულის გათეთრება მტკიცებულებებით დასტურდება. საქმეში დაზარალებული კი თავად თიბისი ბანკია
