დავიდ სასოლის გარდაცვალების გამო ირაკლი ღარიბაშვილმა და შალვა პაპუაშვილმა მწუხარება გამოთქვეს
ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი 65 წლის ასაკში იტალიაში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული გართულებით კლინიკაში გასული წლის 26 დეკემბერს მოათავსეს. სოციალურ ქსელში განცახდებები საქართველოს პრემიერ მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაქვეყნეს.
