ევროპარლამენტის პრეზიდენტი გარდაიცვალა
65 წლის ასაკში ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი გარდაიცვალა. სასოლი, იტალიაში საავადმყოფოში იმყოფებოდა. კლინიკაში ის 26 დეკემბერს, იმუნური სისტემის მძიმე დისფუნქციის გამო მოათავსეს. ევროპარლამენტის პრეზიდენტად დავიდ სასოლი 2019 წლის ივლისში აირჩიეს.
