მიხეილ სააკაშვილის "შავი სიის" შედგენა დაიწყო
სოციალურ ქსელში ვებ გვერდი უკვე გამოჩნდა. ავტორი ერთ ერთი ორგანიზაციაა, სადაც ამტკიცებენ რომ მიხეილ სააკაშვილთან კავშირი არ აქვთ და უბრალოდ იდეები დაემთხვა, თუმცა ორგანიზაციასა და პატიმარ სააკაშვილს შორის, კავშირს ხედავენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სახეზეა "ნაციონალური მოძრაობის" ახალი დესტრუქციული გეგმა.
