რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა
85 წლის ასაკში პოეტი რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა. ოჯახს სამძიმარი პრემიერ-მინისტრმა გამოუცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ ამაშუკელი იყო ქვეყნის საუკეთესო მოქალაქე და მისი უკომპრომისო საზოგადოებრივი პოზიცია სამაგალითოა. ქართველი პოეტის და თბილისის საპატიო მოქალაქის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება კახა კალაძე. თბილისის მერი წერს, რომ „დიდია რეზო ამაშუკელის წვლილი ქართული ლიტერატურის განვითარებაში“. ოჯახს სამძიმარი გამოუცხდა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა და რეზო ამაშუკელს მადლობით დაემშვიდობა. პოეტის ოჯახს საქართველოს პარლამენტის სახელით, სამძიმარი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც გამოუცხადა.
