კანონი მეწარმეთა შესახებ
სამეწარმეო საქმიანობის შესახებ კანონი - ყველაზე მნიშვნელოვანი ნორმა, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ გასულ წელს დაამტკიცა. ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება. მიღებული ცვლილებები ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და ევროპულ გამოცდილებას ეყრდნობა. ბიზნესის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ახალი კანონმდებლობა ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.
