ნიკა მელიას კობა ნაყოფია შეცვლის - საკადრო ცვლილებები “ნაცმოძრაობაში“
იცვლება თუ არა ჯამი შესაკრებთან გადანაცვლებით? საკადრო ცვლილებები „ნაციონალურ მოძრაობაში“ - პატიმარი სააკაშვილი საკუთარ პარტიაში გავლენებს იძლიერებს. ნიკა მელია კი პირიქით, თმობს. ორ საკვანძო თანამდებობაზე სააკაშვილის პირადი კადრები ინიშნებიან - კობა ნაყოფია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ, პეტრე ცისკარიშვილი კი რამდენიმე წლის წინ გაუქმებულ, გენერალური მდივნის პოსტს ჩაიბარებს. რაც შეეხება ნიკა მელიას, ის პარტიის თავმჯდომარედ ჯერჯერობით რჩება და პარალელურად, ზაალ უდუმაშვილისგან თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობასაც გადაიბარებს.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
