ეპიდვითარება და პანდემიის მართვა
ფაიზერისა და მერკის აბები კოვიდ 19-ის სამკურნალოდ - საქართველომ მედიკამენტების შესყიდვა დაიწყო. რაც შეეხება ეპიდვითარებას, 20 დეკემბრის შემდეგ ჯამში ქვეყანაში „ომიკრონით“ ინფიცირების 800-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. ამით საქართველოში პანდემიის ახალი ტალღა დაიწყო, რაც სადღესასწაულო დღეებში, შეკრებებისა და ზამთრის საკურორტებზე გაზრდილი მიმოსვლით არის გამოწვეული. ექიმები ვარაუდობენ, რომ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზრდება.
