აღდგენილი ავიამიმოსვლა ყაზახეთთან
ქუთაისის შემდეგ თბილისი - ყაზახეთიდან და პირიქით, საქართველოდან ყაზახეთის მიმართულებით რეისები შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდანაც სრულდება. დღეს აქტაუს მიმართულებით ის ტურისტები გაფრინდნენ, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ამ დრომდე სამშობლოში ვერ ბრუნდებოდნენ. პარალელურად, ყაზახეთში საქართველოს დიპლომატიურ მისიას მუდმივი კავშირი აქვს ჩვენი ქვეყნის იმ მოქალაქეებთან, რომლებმაც საელჩოს დახმარებისთვის მიმართეს.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
