გლოვის დღე ყაზახეთში
ყაზახეთი 200-მდე დაღუპულს გლოვობს. ქვეყანაში სახელმწიფო დროშები დაშვებულია და 10 იანვარი გლოვის დღედ არის გამოცხადებული. უცხოეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტილია. ოფიციალური ინფორმაციით, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა 8 ათასამდე ადამიანი დააპატიმრეს. ქუჩებში დემონსტრაციები აღარ იმართება, ვითარებას კი ხელისუფლება აკონტროლებს.
