“ომიკრონით“ 1000-მდე ადამიანია ინფიცირებული
ომიკრონით ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 816 გახდა. ახალი შემთხვევების 10% სწორედ „ომიკრონის“ შტამია. ჯერჯერობით ვირუსის ამ ვარიანტით ინფცირებულ პაცინეტებში მკურნალობის გართულებული ფორმა არ გამოვლენილა. როგორც იმუნოლოგები ამბობენ დელტა შტამის გადატანიდან ერთ თვეში ომიკრონით ინფცირებაც რეალურია. სწორედ ამიტომ მისი გავრცელების რისკები იზრდება. საქართველოში ამ დროისთვის მხოლოდ დელტას და ომიკრონის შტამები ცირკულირებს . ლუგარის ლაბორატორიაში კი ისევ იკვლევენ საეჭვო შემთხვევებს , მათ შორის შესაძლოა აღმოჩნდეს სხვადასხვა შტამის ჰიბრიდი.
