ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს
ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების შესახებ მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ომიკრონის შემთხვევების მზარდი დინამიკის ფონზე, ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მობილიზებული. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კოვიდინფიცირებულთა სამკურნალოდ რამდენიმე კვირაში საქართველოში ჩამოვა ფაიზერის და მერკის წარმოების მედიკამენტები. მთავრობის სხდომაზე პრემიერმა და ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამხვილეს კოვიდწესების მნიშვნელობასა და იმუნიზაციის პროცესის გააქტიურებაზე.
