ავიარეისები საქართველოსა და ყაზახეთს შორის
ყაზახეთის მიმართულებით ფრენა თბილისიდანაც განახლდა. დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აკტაუს მიმართულებით ავია რეისი შესრულდა , მგზავრები ქალაქ აქტობედანაც ჩამოვიდნენ საქართველოში. მათი ინფორმაციით წინა დღეებისგან განსხვავებით ყაზახეთში ვითარება მშვიდია , ნაწილობრივ აღდგა საკომუნიკაციო არხები და ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება. ქრონიკა ცოტა ხნის წინ ყაზახეთში მყოფი ერთ-ერთი ქართველს დაუკავშირდა , რომლეიც ალმათიდან რეისის შესრულებას ელოდება.
