აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები
ჟენევაში რუსეთისა და შეერთებული შტატების დელეგაციების შეხვედრა, რომელიც ე.წ. „სტრატეგიისა და უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის“ ნაწილია, უკრაინაში დაძაბული მდგომარეობის ფონზე იწყება. შვეიცარიული გამოცემა „სვისინფოს“ თანახმად, ეს ორმხრივ მოლაპარაკებათა მესამე რაუნდია, რომელსაც წინ უძღვოდა გასული წლის ივნისში პრეზიდენტების ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა.
