პრემიერი: ჩემი ინიციატივით დავიწყეთ მუშაობა საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის თაობაზე
რა ეტაპზეა მთავრობის კიდევ ერთი ახლი პროექტი, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას? ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა ამ მხრივ ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმატებული მაგალითი დაამუშავა. მისივე განმარტებით, სიღარიბის შემცირების მიზნით ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა შეიცვლება.
