ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო მასობრივი არეულობების შედეგად დაღუპულთა რიცხვს ასახელებს
ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო მასობრივი არეულობების შედეგად დაღუპულთა რიცხვს ასახელებს. უწყების განცხადებებით, შეტაკებებს 164 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის 3 ბავშვია. პრეზიდენტ ტოყაევის განკარგულებით, 10 იანვარი ყაზახეთში გლოვის დღედ არის გამოცხადებული.
