პანდემია მსოფლიოში
მსოფლიოში კოვიდით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 301 მილიონს აღემატება. გარდაცვლილია 5 მილიონ 500 ათასამდე პაციენტი, ხოლო 258 მილიონამდე ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა მაჩვენებლით პირველ ადგილზე ისევ შეერთებული შტატებია, მაგრამ ვირუსი სწრაფად ვრცელდება ევროპაშიც. ჯანმო მიიჩნევს, რომ გლობალურ დონეზე ომიკრონ ვარიანტის შემთხვევების ზრდამ შესაძლოა კორონავირუსის ახალი, უფრო საშიში ვარიანტის გაჩენის რისკი გაზარდოს.
სიუჟეტის ავტორი: ხათუნა გაბიევი-61-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
