ვითარება ყაზახეთში
ყაზახეთში, წესრიგის აღდგენის მიზნით, ქუჩებში სამხედროები პატრულირებენ. ალმათის მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მოერიდონ ქუჩებს, რადგან არმიას ცეცხლის გაუფრთხილებლად გახსნის ბრძანება აქვს მიღებული. პრეზიდენტი ტოკაევი ამ პროცესს ანტიტერორისტულ ოპერაციას უწოდებს. მის დასახმარებლად ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები ჩადიან. უკვე ადგილზეა რუსული სამხედრო დანაყოფი.
