„აიცერი და მოიგე“ - გამარჯვებულმა აცრილმა 100 000 ლარი მოიგო
ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია „აიცერი და მოიგეს“ მთავარი პრიზი გათამაშდა. ასი ათასი ლარის მფლობელი თბილისში მცხოვრები 27 წლის ანა ნოზაძეა, რომელიც ზაფხულში ფაიზერის ვაქცინის ორი დოზით აიცრა. წამახალისებელ აქციაში სულ 1,222,349 აცრილი მონაწილეობდა. ჯამში 2,700,000 ათასი ლარი გათამაშდა.
