პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
მართლმადიდებელი სამყარო დღეს მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. "ვიცხოვროთ ერთმანეთისთვის და სამშობლოსთვის"- ეს საქართველოს კათოლოკოს პატრიარქის მთავარი გზავნილია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ილია მეორე შეეხო, კორონავირუსის პანდემიაა. უწმინდესმა სრულიად საქართველოს მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, არ მიეცნენ სასოწარკვეთას. კათოლიკოს პატრიარქმა, ღვთისმსახურება სამების საკათედრო ტაძარში აღასრულა.
