ლექსო ლაშქარავას საქმე
სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ლექსო ლაშქარავას საქმეზე. დასკვნაში წერია, რომ გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულსისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა. დასკვნას ხელს ლაშქარავას წარმომადგენლების მხრიდან დამოუკიდებელ ექსპერტად ჩართული ალექსანდრე გეჯაძეც აწერს. დოკუმენტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 დეკემბერს მიიღო, უკვე დაერთო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
