საახალწლო ღონისძიებები მცხეთაში
საახალწლო ღონისძიების ფარგლებში დილიდან მცხეთაში ადგილობრივი მოსახლეობის განწყობილებაზე სხვადასხვა ანსამბლი და დედაქალაქიდან მოწვეული შემსრულებლები ზრუნავენ. ასევე, მოეწყო საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცე, ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
