საშობაო კონცერტი ორბელიანების სასახელში
ორბელიანების სასახლემ საშობაო ღონისძიებას უმასპინძლა. კონცერტს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო. ზაზა აზმაიფარაშვილის დირიჟორობით, კამერულმა ორკესტრმა, ბელგიის სამუსიკო აკადემიის პროფესორ, სოლისტ ხათუნა კოკოჩაშვილთან ერთად, სასახლეში მოწვეული სტუმრებისათვის მოცარტის, ბიზეს, ჩაიკოვსკის, ბესტაინისა და აზარაშვილის ნაწარმოებები შეასრულა.
