„ალილო“ - პანდემიის გამო,მსვლელობა წელსაც არ არის ტრადიციული სახის
თბილისსა და რეგიონებში "ალილო" წელს განსხვავბეულად ჩატარდა. კოვიდ პანდემიის გათვალისწინებით მორწმუნეები და სასულიერო პირები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და თბილისის ქუჩებში ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს. მღვდელმსახურებმა დედაქალქი გალობითა და ლოცვით შემოიარეს და ამ ფრომით მორწმუნეებს შობის დღესასწაული მოულოცეს. სახეცვლილი ალილო ტრადიციულად სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც საშობაო პარაკლისი აღევლინა. მანამდე მსურველებს საშუიალება ჰქონდათ სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ კარავში საშობაო შემოწირულობა მიატენათ, რომელესაც შემდეგ მოხუცთა პანსიონატებსა და ბავშვთა სახლებში გადაანაწილებენ .
