ლექსო ლაშქარავას საქმე - სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ცნობილია
ლექსო ლაშქარავას საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა ცნობილია. აღნიშნული დოკუმენტი უკვე დაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროში ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს. მასში ვკითხულობთ, რომ „ გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულსისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა". ამ დასკვნას ხელს აწერს ლაშქარავას წარმომადგენლების მხრიდან დამოუკიდებელ ექსპერტად ჩართული ალექსანდრე გეჯაძეც.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
