საახალწლო ღონისძიებები
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. მარტვილში მოეწყო საშობაო ქარავანი, ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცე. ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საახალწლო განწყობა იგრძნობა ხულოშიც. სხვა ღონისძიებასთან ერთად- ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა.
