პარლამენტის თავმჯდომარე იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში იმყოფებდა
პარლამენტის თავმჯდომარემ იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრში ბავშვები მოინახულა. შალვა პაპუაშვილმა პაციენტებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა. კლინიკაში იმყოფებოდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძეც. იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიურ დეპარტამენტში ამჟამად 30 ბავშვი მკურნალობს.
