არეულობა ყაზახეთში
რუსული სამხედრო დანაყოფების პირველი ნაწილი უკვე ყაზახეთშია. ისინი არეულობის დასტაბილურების მიზნით ჩავიდნენ. კოლექტიური სამშვიდობო ძალებისგან დახმარება ყაზახეთის პრეზიდენტმა თავად ითხოვა. ქვეყანაში, თხევადი გაზის გაძვირების საპროტესტოდ დაწყებული აქციები არეულობასა და სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ვითარება განსაკუთრებით დაძაბულია ალმათიში. დაღუპულთა შორის არიან, როგორც უსაფრთხოების ძალების თანამშრომლები, ასევე დემონსტრანტებიც.
