საახალწლო ღონისძიებები ბოლნისში
საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც. მერიის წინ მოწყობილ საშობაო ბაზრობაზე ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გრძელდება. პატარა სტუმრებისთვის საბავშვო სტუდია ,,ბზიკების“ კონცერტი და ილუზიონისტის შოუ იმართება. საახალწლო სოფელში სანტა კლაუსი ბავშვებს ტკბილეულით მასპინძლობს. საახალწლო ღონისძიებები საქართველოს მუნიციპალიტეტებში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ტარდება.
