საახალწლო ღონისძიება ხულოში
საახალწლო ღონისძიება იმართება ხულოში. ხულოს დრამატული თეატრის მიმდებარედ საშობაო ბაზრობა და საბავშვო გასართობი სივრცეა მოწყობილი, იმართება სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთისა და ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებას ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები გახსნიან და მოწვეული მუსიკალური ჯგუფები დაასრულებენ.
